ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ისევ ვხედავ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნე სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ისევ ვხედავ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნე სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ

როდესაც დღეს უკვე 100 წლისთავზე ისევ ვხედავ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნე სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით. უკვე ნანახი გვაქვს რეპრესიები 100 წლის წინ და 10 წლის წინაც.

„ჩვენ გვაქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა, მაშინაც და არც ისე შორეულ წარსულში. უკვე ორგზის გვაქვს ნანახი ჩვენ პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქებაც, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრეაციაც და თავისუფალი აზრის ცენზურაც. ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, ჩვენ უკვე ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება. ეს დღსაც გრძელდება. საქართველოს არც შიდა და არც გარემტრის, ასე ვთქვათ ტიპოლოგია არ იცვლება, მაგრამ იცვლება ქართლი სახელმწიფო. 2012 წლის შემდეგ 9 წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიით და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკოსნტიტუციურ გამოწვევებს. ამიტომაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება. ეს გახლავთ ჩვენი ქართველი ხალხის კონსესუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.