პირველი კონსტიტუცია საერთო აღიარებით, თავის დროის გამორჩეულად პროგრესული ტექსტია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ის ამკვიდრებს თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას იმ იდეალებს, რომლებიც მოგვიანებით მთელ განვითარებულ სამყაროში დაედო საფუძვლად სახელმწიფოოთა სამართლებრივ მოწყობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუცია, როგორც იურიდიული დოკუმენტი, ჰარმონიულად ათანხმებს ეროვნულ ფასეულობებსა და საწყისებს.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა ხალხის მტკიცე ნება, განპირობებული მთელი ჩვენი წარსულით და ნაკარნახევი მომავალი თაობების ინტერესებით, უმდიდრეს ისტორიულ და კულტურულ ნიადაგზე აეშენებინათ დემოკრატიული, კულტურული სახელმწიფო, თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა ერთობა. ქვეყანა, რომელიც საკუთარ უნიკალურ გზას გადის და განვითარების ფართო ასპარეზსს ქმნის თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.