ბადრი ჯაფარიძე: თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია

ბადრი ჯაფარიძე: თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია

თუ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციების გადადება შესაძლებელია. ჩვენი ამოცანა, მიზანი, საპროტესტო აქციები კი არაა, არამედ - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე, ქვეყანაში პროცესები უმართავი გახდება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისეთი პროცესები შეიძლება ვნახოთ, რომლის კონტროლიც შეუძლებელი იქნება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ძალიან დიდ ზიანს. ჩვენი ამოცანაა შეთანხმების მიღწევა ორივე მიმართულებით: პირველი - კრიზისის განმუხტვა დაუყოვნებლივ, რომელიც დაკავშირებულია მელიას დაპატიმრებასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან და მეორე - პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოიშვა 31 ოქტომბრის შემდეგ“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.