სოზარ სუბარი: ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება

სოზარ სუბარი: ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება

არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. არჩევნები იქნება 2024 წლის ოქტომბერში თავისი ვადებში, - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდა „ქართულ ოცნებას“ არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყოველთვის იქ ვიყავით და ველოდებოდით ოპოზიციას.

„მოლაპარაკების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყოველთვის იქ ვიყავით და ველოდებოდით ოპოზიციას, მაგრამ ველოდებოდით ულტიმატუმების გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. არჩევნები იქნება 2024 წლის ოქტომბერში თავისი ვადებში, სხვა მხრივ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

Katana . ეტყობა, პარლამენტარებს არ გებნებიან, თორემ ელისო კილაძემ განაცხადა: უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმდნენ დიპკორპუსთანო!..
ახლა, ელისომ უკეთ არ იცის, ვინ რაზე შეთანხმდა?! :))
4 წლის უკან