თუ ვინმეს შეუძლია ამ კრიზისიდან გამოსვლაში საქართველოს დაეხმაროს, ეს არის მისი საუკეთესო მეგობრები, ამიტომ ჩვენ, ლიეტუველი მეგობრების მიმართ, მხოლოდ მადლობა გვეთქმის , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განცხადა.
„მადლობა მათ, რომ ასეთი ინტერესი გამოიჩინეს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიისთვის აქტიური პოზიცია აქვთ. ისინი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს გვერდით არიან. “, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: ჩვენ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, აღადგინოთ დიალოგი.