საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა.