ზურაბ ქადაგიძე: „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი განუზომლად დიდი იყო

ზურაბ ქადაგიძე: „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი განუზომლად დიდი იყო

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი განუზომლად დიდი იყო. ეს ადამიანი 2012 წლის ერთ-ერთი შემოქმედია. ეს იყო პერიოდი, როცა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის დემონტაჟი., - აცხადებს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე.

მისივე განცხადებით, მთავრობის ახალი მეთაური კვლავ შეძლებს იმ მუხტის გაჩენას, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს არსებობდა.

„ჩათვალეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ყველაფრის გამაერთიანებელია. შეიძლება ობიექტურად ითქვას, რომ ახლა მას ყველას გაერთიანების მისია აკისრია. ესაა ცენტრი, რომელიც მოახერხებს გააერთიანოს 2012 წლის ის მუხტი, რომელიც ქვეყანაში არსებობდა“ - აცხადებს ექსპერტი.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. მთავრობის დასამტკიცებლად სიითი შემადგენლობის 76 ხმაა საჭირო.