მამუკა მდინარაძე მთავარ არხს:  გარდა თქვენი არხის მეპატრონეებისა ამ ქვეყანაში არავის უკადრებია რუსული საქმის კეთება

მამუკა მდინარაძე მთავარ არხს:  გარდა თქვენი არხის მეპატრონეებისა ამ ქვეყანაში არავის უკადრებია რუსული საქმის კეთება

„როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აწერთ ხოლმე გავრილოვს გვარად, პირველ რიგში თქვენ უნდა შეგრცხვეთ, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა თქვენი არხის მეპატრონეებისა ამ ქვეყანაში არავის უკადრებია რუსული საქმის კეთება“ - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მთავარ არხს.

მისი თქმით, თავდაცვის კომპლექსია სხვისთვის პრორუსულობის დაბრალება.

„თავდაცვის კომპლექსია ის რომ სხვას აბრალოთ პრორუსულობა, მე სწორად ვიცი ყველაფერი, მათ შორის ისიც და ბევრჯერ გავიმეორებ, არც ერთ ეთერში თქვენთან ეს არ გადის ხოლმე, თუ პირდაპირი ეთერი არ არის, რომ თქვენი პარტია იყო, რომელიც აბრალებდა აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყებას, თქვენი პარტია დიახ, ნაცმოძრაობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.