მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: დეკლარირებას უკეთებ, თითქოს ხარ კონსტრუქცული, მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებ დესტაბილიზაციისთვის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია

მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: დეკლარირებას უკეთებ, თითქოს ხარ კონსტრუქცული, მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებ დესტაბილიზაციისთვის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია

„ჩვენ ვხედავთ ისევ ორმაგ სტანდარტს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ერთის მხრივ, დეკლარირებას უკეთებ, თითქოს ხარ კონსტრუქცული, მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებ დესტაბილიზაციისთვის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია“ - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოსდით.

„ორმაგი სტანდარტია, როდესაც ერთის მხრივ, თითქოს ითვალისწინებ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდეს პროცესი ყველა მხრიდან, მეორე მხრივ, ავრცელებ ინფორმაციას, რომ მზად ხარ დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, იყო კონსტრუქციული, ამ დროს გარბოდე პარლამენტთან, კარვების გაშლას, დესტრუქციას აწყობდე და ცდილობდე, შექმნა შექმნა ქაოსი, რომელიც საბედნიეროდ მათ არ გამოსდით. როდესაც ერთის მხრივ დეკლარირებას უკეთებ, თითქოს შენ ხარ კონსტრუქცული, მეორე მხრივ დესტაბილიზაციისთვის აკეთებ ყველაფერს და თან არ გამოგდის, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.