დავით მათიკაშვილი: საზოგადოებას კარგად ახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული და დამთავრებული არაერთი რეფორმა

დავით მათიკაშვილი: საზოგადოებას კარგად ახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული და დამთავრებული არაერთი რეფორმა

რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილს ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა. ირაკლი გახლავთ გამოცდილი პოლიტიკოსი და გამორჩეული გუნდის ლიდერი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ის მეორედ სახელდება, მეორედ გახდება ქვეყნის პრემიერი, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული და დამთავრებული არაერთი რეფორმა.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს და კარგად იცის მისი დამსახურება. მის მიერ დაწყებული და დამთავრებული არაერთი რეფორმა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში. ორივე სტრუქტურაში ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია იმ ამბავმა, რომ მისის კანდიდატურა დასახელდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად. „ქართული ოცნების მხარდამჭერებში შესაბამისი“ აღტაცება ჰპოვა ამ გადაწყვეტილებამ და ეს ნდობა ასე იოლად არ მოიპოვება. ნდობას აქვს სათანადო გზა, რომელ გზაზეც იარა ირაკლი ღარიბაშვილმა. სწორედ ამ გზით მოიპოვა მან ჩვენი მომხრეების ნდობა, მისი შეუპოვარი, პრინციპული ერთგული და ამავდროულად ძალიან სამართლიანი ხასიათით, მისი პროფესიონალიზმით და ყველა იმ გადაწყვეტილებით