„ნაციონალური მოძრაობა“ აფერხებს ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გასული არიან კანონის ჩარჩოდან. „ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მის აღსრულებას უშლის ხელს. ვინმეზე გადაბრალება, შტურმის იდეა ზედმეტია. ვინც დღეს დღეს კანონს გარეთაა გასული, ნიკა მელიაა და ის მხარს უჭერს, რომ არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გიგი უგულავა აცხადებს: „სამართალდამცველები თუ აქ შემოიჭრებიან, მათ სახელებს ყველა ბოძზე გამოვაკრავთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა: „ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს“.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ჰყავთ თუ რა?!, უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.