ჩვენი პარტნიორებისთვის ცხადია, რომ ამ რთული ვითარებიდან, რომელიც საქართველოშია, ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელ არჩევნებზე კონკრეტული თარიღის შეთანხმება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, გადახედონ საკუთარ პოზიციებს და ხისტ მიდგომებს, იმისთვის რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ შევიდეს ღრმა ჩიხში, საიდან გამოსვლაც ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ახლა არის ის მომენტი და ის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ესკალაცია თუკი „ქართული ოცნება“ გაითავისებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს. ამით ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ კრიზისი და გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ყველა ერთად გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, - აცხადებს ჯაფარიძე.