ხატია დეკანოიძე: ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შეუქმნა ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა, დავით გარეჯის თემა

ხატია დეკანოიძე: ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შეუქმნა ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა, დავით გარეჯის თემა

ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი საზოგადოების დამყოფი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულიად დისკრედიტირებულია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წვერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შეუქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა – დავით გარეჯის თემა.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც მოატყუა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, როდესაც პირობა მისცა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური დევნა საქართველოში არ დაიწყებოდა.

ეს არის ადამიანი, რომელიც ხელს არ აწერდა აშშ-ს სამხედრო დახმარების გადმოცემას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც ხიდაშელთან ერთად, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად გარიგებით, პირდაპირ საქართველოს შეუქმნა ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა, ვგულისხმობ დავით გარეჯის თემას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

Aburjga Tasmanieli აი, აი... ამ გველაძუებმა თანდათან ჩამოიხსნეს ნიღაბი! მგონი უკვე გვიანია, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც უნდა სცადოს გაატაროს მართლაც რადიკალური ღონისძიებები ამ ერის გამყიდველების მიმართ! ესენი არ მოისვენებენ, ამათი მიზანია საქართველოში მართლმადიდებლობა არ არსებობდეს, ქართველი აღარ ცხოვრობდეს, ან თუ ვინმე დარჩება იყოს ლგბტ თემის წარმომადგენელი, რომ აღარ არსებობდეს ქართული სული და გადანაჭარზე ფესვიდან ამოყრის შესაძლებლობა! ვიღაც ადამიანი უნდა გამოჩნდეს, ვიღაც მაგარი ადამიანი, რომელშიც მთელი ეროვნული ძალა იქნება კონცენტრირებული, რომელიც თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას, დარაზმავს ერს და შეებრძოლება იმ ლერნის ჰიდრას რომლიც გადასწოლია საქართველოს და შხმს აფრქვევს! დიდი ალბათობით ამ ბრძოლაში საქართველო დამარცხდება, გაქრება რუქიდან, მაგრამ იქნება იმ გმირმა კაცმა ამ კრუელებს ის სამსალით სავსე ქილა მაინც დააგდებინოს, რომ ფესვზე ვერ მოასხას, იქნებ ის ფესვი მაინც გადარჩეს საიდანაც სამამულო რქა მაინც ამოიწვერება!!!
4 წლის უკან
Ninja მესმის თქვენი, მაგრამ პესიმიზმი შემოგპარვიათ, ძალიან ტრაგიკული სურათი დახატეთ. ვინმე ერთ პიროვნებაზე, თუნდაც გმირზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ბოლობოლო ხალხი ვართ და ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. რევოლუციების დრო წავიდა, ეგ კინო ნანახი გვაქვს თავისი შედეგებით. რამდენჯერაც არ უნდა ჩაატარონ არჩევნები, თუნდაც ყოველ წელს, ქართველი ხმას არ მისცემს უღირსს, მწამებელს, ტერიტორიის გამყიდველებს და მათ, ვისაც ჩვენი გადაჯიშება უნდა.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რატომ არავის გესმით ჩემი, რატომ?! ეს დემოკრატიაა ის ლერნის ჰიდრა, რომელიც საქართველოს, ყირგიზეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, რუსეთს გადაფარებია გაგლუვებულ ტვინზე! ახლა გგონიათ, რომ პრობლემა ნაცმოძრაობაშია, ან კლოუნ ნათელაშვილში, ან თუნდაც უნამუსო გვარამიაში?! პრობლემა იმ დემოკრატიაშია, რომლის განუყოფელი ატრიბუტიკ არის პოლიტიკური პარტიები, მათი პერმანენტული ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ასევე ე.წ. თავისუფლების, მათ შორის ე.წ. სიტყვის თავისუფლების პრიმატი ყველა სხვა ღირებულებაზე, მათ შორის საკუთარ ნათქვამზე, გაცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობაზე! ყველა ადამიანშია ნათელი და ბნელი საწყისი. ანუ ღმერთი და ეშმაკი. თუ თავსმოხვეული დემოკრატიის ურჩხული გმირმა (ხალხი ისტორიულად ურჩხულის მკვლელად ვერ გამოდგება) ჰერაკლემ არ განგმიარა (უზენაესი ღმერთის შვილმა) ის (დემოკრატია ანუ ეშმაკისეული საწყისი) წაახალისებს, გამოავლენს და საჯარო სამაგალთო საქციელად გამოაფენს ყველაფერ საშინელს, ბნელს, ღვთიური საწყისის დამთრგუნველს! გაიხსენეთ როდის ჩატარდა ყველაზეცნობილი დემოკრატიული პროცედურა ანუ ხმის მიცემით რა მოხდა?! ვერ გაიხსწნეთ?! პილატემ რომ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა მოეხსნა და ჰკითხა თავშეყრილ ებრაელებს, რა განაჩენი გამოუტანეს იმ ქვეყნად კაცთმოყვარეობის და სიყვარულის მთესველ ღმერთს?! გაგახსენდათ? ჯვარს აცვით ეგეო, თითქმის ერთხმად იბღავლა ღვთის რჩეულმა ერმა! კიდევ რა მაგალითი გინდათ ამაზე ნათელი?!
4 წლის უკან