ზაალ უდუმაშვილი:  მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში

ზაალ უდუმაშვილი:  მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში

მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში.

„ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

Ninja ეს ამათი ორმაგი სტანდარტებიც არ უნდა დამთავრდეს? მიშას ასახელებდნენ პრემიერ მინისტრად და ვის მეორე მოსვლისკენ იშვერენ ხელს? და საერთოდაც ნაცებში 25 წლიანი სტაჟის პარლამენტარები ჰყავთ და ეს როგორაა?
4 წლის უკან
sapiqrali ზალიკო, რავა ბახმაროს ნიავივით ხარ - როცა გინდათ მეორედ მოსვლა არ შეიძლებაო და როცა გინდათ შეიძლება, როცა გინდათ დასავლელი პარტნიორების არ გესმით, როცა გინდათ - გესმით. ახალი სახეებიო და ზოგიერთებმა ლამის ფესვები გაიდგეს ხეებივით.
4 წლის უკან
amo უდუმოვ ნუ ბლატაობ
4 წლის უკან