დავით ზილფიმიანი ღარიბაშვილის კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადებაზე - რადგან ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად წინააღმდეგ უნდა მივცე?!

დავით ზილფიმიანი ღარიბაშვილის კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადებაზე - რადგან ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად წინააღმდეგ უნდა მივცე?!

რადგან ოპოზიციონერი ვარ, ხმა აუცილებლად წინააღმდეგ უნდა მივცე?! - არ არის ეს ასე! - ასე უპასუხა "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მან დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისადმი მხარდაჭერა.

"ჩვენ ყველანი პოლარიზებულ ვითარებას და ორპარტიულ სისტემას ვართ მიჩვეული. არ ვართ მიჩვეული მრავალპარტიულ პარლამენტს, ამიტომ იწვევს გაკვირვებას, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს. იმ გადასახედიდან, რა გადასახედიდანაც მე შევხედე, ჩავთვალე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი კანდიდატურაა", - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მან დღეს ისიც აღნიშნა, რომ ახლა დიალოგის პროცესი ჰაერივით მნიშვნელოვანია და მუდმივ რეჟიმში უნდა გრძელდებოდეს.

"იქნებ ის ჩიხური მდგომარეობები გამოირიცხოს, რომელშიც ხან ოპოზიციას შეჰყავს სიტუაცია, ხან კი - ხელისუფლებას", - დასძინა დავით ზილფიმიანმა.