როდის მოიხსნება „კომენდანტის საათი

როდის მოიხსნება „კომენდანტის საათი" - რას ამბობს ინფექციონისტი

თუ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ეპიდვითარება არ გაუარესდება, მაშინ დარჩენილი შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს, მათ შორის, "კომენდანტის საათის", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების მოხსნა გონივრულ ვადებში და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდეს.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მაჩვენებელიც დაბალია და მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, თუმცა გარკვეული შეზღუდვები რჩება და ეს ისეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, რომელთა მოხსნაც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან. თუმცა, ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველა შეზღუდვის მოხსნა და რეგულაციების შემსუბუქება, მათ შორის, "კომენდანტის საათის". ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.

ახლანდელი ეპიდვითარება, ზუსტად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად ყველა შეზღუდვა მოვხსნათ. ამიტომ, თუ ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში არ გვექნება ეპიდვითარების გართულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა შეზღუდვების მოხსნა ჩვენ ეპიდსიტუაციას დიდად არ გააუარესებს", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.