ზაალ უდუმაშვილი: არ მგონია, რომ მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს

ზაალ უდუმაშვილი: არ მგონია, რომ მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს

არ მგონია, რომ მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამართლდამცველებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

„ის სამართალდამცველები, რომლებიც ასრულებენ უკანონო ბრძანებას, სამართალდამცველები, რომლებიც 20 ივნისს ახალგაზრდა გოგოებს თვალებში ესროდნენ, არ მგონია, მხოლოდ ყურის აწევით უნდა დავკმაყოფილდეთ. ყველა სამართალდამცველი, რომელმაც დაარღვია კანონი, პასუხს უნდა აგებდეს, რადგან მისი ფუნქციაა მოსახლეობის დაცვა და არა მოსახლეობის ტერორი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სპეცრაზმელები დღეს საქართველოს განადგურებას ემსახურებიან.

„ერთადერთი გზა არის ახლა ძალმომრეობის შეკავება, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ ყველასთან – პოლიციასთან, სპეცრაზმებთან, აპარატის შიგნით ხალხთან, ყველას დედასთან და მამასთან უნდა მივიდეთ, აუწიონ ყური და სახლში მიიყვანონ თავისი შვილები“, – განაცხადა სააკაშვილმა.