სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე: მისი ყოველი განცხადება კრიმინალის ნიშნებს შეიცავს

სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე: მისი ყოველი განცხადება კრიმინალის ნიშნებს შეიცავს

მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და მისი ყოველი განცხადება კრიმინალის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ასეთი განცხადებების გამო მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაერთხელ მოუწია და კიდევ მოუწევს მის პარტიას. იმედი მაქვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის მთავრობა მის ამ განცხადებას კიდევ ერთხელ შეაფასებენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?!, უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.