უკრაინის ელჩი: მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ გვეხმარება

უკრაინის ელჩი: მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ გვეხმარება

„სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის შეფასებით, დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მოწოდება არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ მიხელ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებაში, ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდპანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს, უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის“- განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ პროტესტი მასშტაბური უნდა გახდეს. ფესბუქ მიმართვით ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ კანონის აღსრულებას, კერძოდ ჯარიმების გადახდას მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას.

amo "ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება." ესა არაა დიპლომატის დონის შეფასება. სააკაშვილი კონკრეტული პირი კი არაა, არამედ თქვენი ჩინოვნიკი!!!! და კეთილი ინებეთ და პასუხი მოსთხოვეთ.
4 წლის უკან
Katana . მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოში უკრაინის ელჩი არის მექრთამე, ვიბრძოლებ, რომ უკრაინას ასეთი ელჩები არ ჰყავდეს!"
აი, პასუხი! :))))
4 წლის უკან