მათთვის სულ ერთია, საარჩევნო ბარიერი 3% იქნება, 5%, 7% თუ 1%. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის დემოკრატიული პროცესი, მათთვის მნიშვნელოვანია რევოლუციური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, თუ ვის ინტერესშია, დარჩეს ამ ეტაპისთვის არსებული საკონსტიტუციო მოცემულობა ცვლილებების განხორციელების გარეშე.
პაპუაშვილის თქმით, დესტრუქციაში შემჩნეული ოპოზიციური ჯგუფი უკვე სახეზეა.
„ვხედავთ, ოპოზიციური ერთობის შიგნით მხილება-მხილებაზეა, მათ შორის პარტიის შიგნითაც. მათ აქვთ ერთადერთი ხაზი, როგორმე აამღვრიონ წყალი. ვხედავთ, ყველანაირ თემას ეჭიდებიან, კოვიდთან დაკავშირებულ რეგულაციებს თუ ნებისმიერ საკითხს, რათა როგორმე საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. მათ შორის, წაიყვანონ საზოგადოება კანონდარღვევაზე. სულ ახლახანს ფაქტი გვქონდა, კომენდანტის საათის დარღვევის. ყველანაირად ცდილობენ, აამღვრიონ წყალი. საბოლო ჯამში, მათთვის სულ ერთია საარჩევნო ბარიერი 3% იქნება, 5%, 7% თუ 1%. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის დემოკრატიული პროცესი, მათთვის მნიშვნელოვანია რევოლუციური.
ამ პროცესში ყველას არ ვგულისხმობ. უკვე გამოვლინდა ჯგუფი, თუ ჯგუფები პოლიტიკური პარტიების, რომელიც ამ პროცესში შეინიშნებიან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სახით. ამის შესახებ უკვე თავად „გირჩი“. „მოქალაქეები“ საუბრობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.