„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გუნდში არსებულ დაპირისპირებას აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.
„ეს არის სრული სისულელე და მიზანმიმართული ჭორები, რათა საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და გავაჩინოთ ეჭვები, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუ ადამიანებს შორის შიდა დაპირისპირებაა. ეს აბსურდი და ძალიან დიდი ტყუილია. ამაზე სერიოზულად საუბარი მიჭირს“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეხება გიორგი გახარიას პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე არდასწრებას, კალაძის განმარტებით, შესაძლებელია,ზოგჯერ გადაუდებელი ღონისძიების გამო ვინმე სხდომას ვერ დაესწროს.
„პოლიტსაბჭოს შეიძლება, ვიღაც დაესწროს, ვიღაც – არა. არის ისეთი საკითხები, რომლებზეც სრული კონსენსუსია და შეიძლება, ვინმე გარკვეული შეხვედრების ან გადაუდებელი ღონისძიებების გამო ვერ მოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ იყოს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.