დარწმუნებული ვარ, არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ სურვილი პარლამენტში შემოსვლის, თუმცა მათ უნდა გადალახონ და არ უნდა დაემორჩილონ, არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიებთან, 0-დან 3%-მდე ბარიერზე მსჯელობა შესაძლებელია იმისთვის, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, თავისივე ბარიერით.
„ჩვენ გაგვიხარდება ყველა პოლიტიკოსის, ყველა პოლიტიკური პარტიის შემოსვლა, რომელთაც ჰქონდათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა, - განაცხადა კახა კალაძემ.