ჩემთვის წარმოუდგენელია, სად „ნაცი“ და სად გმირი. ეს ადმიანი, რომელიც პოლიტიკური ლიდერი გახდა დღეს, ნიკანორ მელიაზე მაქვს საუბარი, პირდაპირ ეთერში არღვევს კანონს და ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ. ხომ ყველამ ვიცით, რატომ აკეთებს ამას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„გირაოს გადახდაც მოუწევს და პასუხისგებაც. რაც არ უნდა იბაქიბუქოს, ესეც ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია. ერთი და იგივე ნარატივი აქვს ამ კაცს. აქ ვხედავდით, არ მახსოვს მელიას გამოჩენა კონსტრუქციულ დიალოგში ან წყნარ საუბარში არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.
„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე.