„ნაციონალური მოძრაობის“, ვითომ დემოკრატიიის შუქურის სახე მარტივად შიშვლდება ხოლმე. დაიღალნენ, აღარ უნდათ ოპოზიციაში ყოფნა, ამოეწურათ ლიმიტი და ახლა უნდათ, რომ ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ „დაუმორჩილებლობის სცენარით, რომელიც ვითომ კანონის ფარგლებში ჯდება, შეცვალონ ხელისუფლება, - მის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რადიკალების ადგილი არ შეიძლება იყოს.
„ვერავითარი რევოლუცია და რადიკალიზაცია ვერ მოხდება საქართველოში. ყველა ინსტიტუტი მუშაობს მოწოდების სიმაღლეზე, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და შესაბამისად ყველა ქცევას, რომელსაც ექნება, რომელიც იქნება კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო, მიეცემა ადეკვატური შეფასება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს.