არასერიოზულად მეჩვენება, დაუმორჩილებლობისკენ ადამიანებს სხვა ქვეყნიდან მოუწოდებდე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი ადამიანია, მას მხოლოდ მხედართმთავრის ადგილი „ეკადრება“ და მხედართმთავარი უნდა იყოს ბრძოლის ველზე.
„არასერიოზულად მეჩვენება, დაუმორჩილებლობისკენ ადამიანებს სხვა ქვეყნიდან მოუწოდებდე. სააკაშვილი ისეთი ადამიანია, მას მხოლოდ მხედართმთავრის ადგილი „ეკადრება“ და მხედართმთავარი უნდა იყოს ბრძოლის ველზე, წინა ხაზზე უნდა იყოს გაჭრილი და იქიდან რასაც უნდა, იმას მოუწოდებდეს. სააკაშვილს ეკადრება, ხალხი თვლიდეს, მას ეშინია, რომ თავის ჯარს წარუძღვეს და ამიტომ არ ჩამოდის? პირიქით, აქ უნდა იყოს და საითაც უნდა, იქითკენ მოუწოდებდეს თავის არმიას, მაგრამ როდესაც ამხელა დისტანციით ხარ მოშორებული, გამამხნევებელი შეძახილები და მოწოდებები, ისეთი ეფექტური ვეღარ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს.