ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნულოვანი ბარიერი მთავარი საკითხი არ არის

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნულოვანი ბარიერი მთავარი საკითხი არ არის

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მთავარი პოლიტიკური საკითხი შეიძლება იყოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა და შემდგომ უკვე საარჩევნო რეფორმაზე საუბარი, მათ შორის ნულოვანი ბარიერის დაწესება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერის შემოღებით, მცირე პარტიების წახალისება მოხდება.„ბუნებრივია ჩვენ, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვან პარტიას საქართველოში არანაირი პრობლემა არ გვაქვს პატარა პარტიებთან. ვფიქრობ, რომ მათი წახალისება უფრო მოხდება ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.