ალეკო ელისაშვილი: ბოლომდე ფულისთვის ხელი არ მოგვიკიდია, ვის ვუღალატე ბოკერიას, უგულავას თუ ბურჯანაძეს?! ვის ღალატს მსაყვედურობენ?! - ქვეყანას ვემსახურები

ალეკო ელისაშვილი: ბოლომდე ფულისთვის ხელი არ მოგვიკიდია, ვის ვუღალატე ბოკერიას, უგულავას თუ ბურჯანაძეს?! ვის ღალატს მსაყვედურობენ?! - ქვეყანას ვემსახურები

ვის ღალატს მსაყვედურობენ?! ჩემს ქვეყანას ვემსახურები, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გარეთ დარჩენილ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა უნდა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ბედავენ.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნახევარზე მეტს, ვინც გარეთაა დარჩენილი, მათი მოსაზრება ვიცი და პარლამენტში შესვლა უნდათ. უბრალოდ, ამის გაკეთებას ვერ ბედავენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ! ზოგს ამის ეშინია, ზოგს იმის ეშინია, ზოგს იმ გზის გავლის ეშინია, რაც ჩვენ გავიარეთ. ერთი რაღაცის ჩვენება გვინდოდა მე, ლევანს და ჩემს პარტიას: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა, ყველასთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ვერავინ ვერ დაგვაშანტაჟებდა, სავარაუდო „ბულინგით“. ის ნაბიჯი თუ ვერ გავბედეთ, რისიც გვჯერა და გვწამს მაშინ საერთოდ პოლიტიკაში რა ჯანდაბა გვინდა?! ხანდახან გვსაყვედურობენ, რომ არ იყავით თანამიმდევრულები. ბოიკოტი რომ გამოვაცხადეთ, ვიყავით, თუ არა ბოიკოტში ჩვენ თანამიმდევრულები?! ბოლომდე ფულისთვის ხელი არ მოგვიკიდია. ვის გიგი უგულავას, თუ გიგა ბოკერიას ვუღალატე?! რა იყო მთავარი პრინციპი?! თუ ნინო ბურჯანაძეს ვუღალატე?! ვის ვუღალატე, ვის ღალატს მსაყვედურობენ?! საკუთარ თავს როდის ვუღალატე?! ჩემს ქვეყანას ვემსახურები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

Mirian_K კაი ეხლა ბიჯო, კარგი... :) ვინღა ჰკიდებს დღეს ფულს ხელს , რომ შენ მოკიდო?! ანგარიში, ბანკის ბარათი, ინტერნეტბანკინგი, დისტანციური გადარიცხვა-განაღდება! რაღა დროს ფულზე ხელის მოკიდებაა?! ::)))
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რადგან შენით ვერ ხვდები მე გეტყვი, შენ უღალატე დავით გარეჟის და განა მარტო, გამყიდველ სოვდაგრებს!
4 წლის უკან
amo შენი შეცდომა მაგათთან დაჯდომა იყო, მეტი არაფერი
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli როცა კაცს პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია იმდენი კი უნდა იცოდე, რომ რაღაც გაუაზრებელი პირობით ხელ-ფეხი არ შეიკრა!
4 წლის უკან