მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნაზე: მოვისმენთ მის პოზიციასაც და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნაზე: მოვისმენთ მის პოზიციასაც და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის საკითხზე პოლიტსაბჭოზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე არ არის, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე და შემდეგ გუნდზე, მის სურვილზეც რა თქმა უნდა, მისი სურვილის საპირისპიროდ არ უნდა განიხილო რაღაც პოზიციაზე. ჯერჯერობით ამაზე სიღრმისეულად არ გვიმსჯელია, მოვისმენთ მის პოზიციასაც და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გასული წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიღებულია.