სოზარ სუბარი ახალი ინიციატივით გამოდის

სოზარ სუბარი ახალი ინიციატივით გამოდის

სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება. საზოგადოებას ვეტყვით პასუხს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საჩივარი დაწერილი იყო ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ერთი და იგივე საჩივარი შეტანილი იყო ხუთი სხვადასხვა პირის მიერ, რათა რაოდენობა გაზრდილიყო - ეს მართლა ასეა თუ რეალურად საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და სასამართლომ არ მიიღო. საზოგადოებისთვის იმ არგუმენტების წარდგენა, თუ სად არის სიმართლე მარტივად შეიძლება. საგამოძიებო კომისიამ ესეც უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

Katana ოპოზიციისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა დამტკიცდება ამ კომისიის მიერ! მათთვის მისაღებია ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მარგველაშვილმა წარმოადგინა: გაყალბდა თუ არ გაყალბდა, მაინც უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნებიო!
(შეეძლო დაეზუსტებინა - სანამ ნაცები არ მოვლენ უმრავლეობითო!).
4 წლის უკან
Ninja 100% ?
4 წლის უკან