პეტრე ცაავა​: მოსანანიებელი არაფერი მქონდა, თუმცა დავემორჩილე პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომ შფოთი არ შექმნილიყო ეკლესიასა და ერში

პეტრე ცაავა​: მოსანანიებელი არაფერი მქონდა, თუმცა დავემორჩილე პატრიარქის გადაწყვეტილებას, რომ შფოთი არ შექმნილიყო ეკლესიასა და ერში

მოსანანიებელი არაფერი მქონდა, თუმცა დავემორჩილე პატრიარქის უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას გაჟღერებულს სინოდის სხდომაზე, რომ შფოთი არ შექმნილიყო ეკლესიასა და ერში, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.

„მე ვიმყოფები მონასტერში და ვდგავარ იგივე პოზიციაზე, რომ საუბედუროდ, ქართველ ერს და ეკლესიის წმინდა სინოდს მართავს უმძიმესი ცოდვით შეპყრობილი ადამიანი, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს ეკლესია. არაფერი გამოსწორდება პოლიტიკაშიც, ვიდრე ეკლესია როგორც სული ერისა დაავადებულია და მას სჭირდება მკურნალობა. როგორც დავით აღმაშენებელმა დაიწყო ეკლესიის განწმენდა-გაჯანსაღებით და საოცარ ფიზიკურ და სულიერ სიმაღლეზე აიყვანა, ჩვენც წინაპართა მიერ გაკვალული გზა უნდა გავიაროთ“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეუფე პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

Aburjga Tasmanieli ღვთისმსახური იყო მამა გაბრიელი! აბა ეს გქსუებული პეტრე ღვთისმსახური როგორ იქნება?! ამას რა ეტყობა მარხვას რომ ინახავდეს და სულიერებაზე ფიქრობდეს?! იმ სიმსხო კისაეი აქვს, გიორგი სააკაძესაც გაუჭირდებოდა ერთი მოქნევით თავის წაძრობა!
4 წლის უკან
amo ამის გამოჩნება ცუდის ნიშანია
4 წლის უკან