საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო. საგამოძიებო კომისიის ფორმირება მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გაანცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის პრინციპული პოზიციაა, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახოს და გაიხსნას ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტური სისავსით ინახება საარჩევნო კომისიებში.
„რეგლამენტის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საგამოძიებო კომისია აუცილებლად ამოქმედდება. ჩვენი, უმრავლესობის პრინციპული პოზიციაა, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახოს და გაიხსნას ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტური სისავსით ინახება საარჩევნო კომისიებში. ვიდეოთვალები გაიხსნას, მოხდეს თითოეული საჭირო ოქმისა და ბიულეტენის გახსნა, ამ ყველაფრის ნახვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ისედაც უსაფუძვლო, მაგრამ მაინც სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დამთავრდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.