ჩვენ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება. მნშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზაცია, სრულად პროფესიული დაკომპლექტება და მათი შემცირება. აქ ბევრი თანმხვედრი მოსაზრება არსებობს, თუმცა არის განსხვავებული ხედვებიც, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა.
ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
„კიდევ ერთი საკითხია საარჩევო სისტემას ადგილობრივ დონეზე. ჩვენ მომხრე ვართ მეტი პროპორციული სისტემის შემოტანის იმისთვის, რომ საბოლოოდ მოქალაქეებს სამართლიანი წარმომადგენლობა ჰყავდეთ წარმომადგენლობით ორგანოებში. ეს საკითხი, ვფიქრობ, ყველა დიდ დიკუსიას გამოიწვევს. მესამე საკითხი, ასევე პრინციპული, უკავშირდება ნების კონტროლს, პერიმეტრი და ა.შ. აქაც ვფიქრობ რთული არ იქნება შეთანხმება, მიუხედავად ამა თუ იმ წარმომადგენლის სკეპტიციზმისა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.