შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მანდატები აიღონ და მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მანდატები აიღონ და მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუშვილი მოუწოდებს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც “დღემდე თავს იკავებს მანდატის მიღებაზე", აიღოს მანდატები და მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობის მეშვეობით ექნებათ აღნიშნულ პარტიებს საშუალება, გამოხატონ პრეტენზიები.

“სამუშაო ჯგუფის წევრებს მოსაზრებებს გავაცნობთ. რეფორმა ძირითადად დაეფუძნება იმ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა “ქართულ ოცნებასა" და “მოქალაქეებს" შორის. გარდა ამისა, გვინდა ვთხოვოთ სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომ წარმოადგინონ სხვა დამატებითი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ შემჭიდროებული ვადები გვაქვს. გვინდა, 1-ელი მარტისთვის წარვადგინოთ პროექტი.

ამ ფორმატში ჩართულია საპარლამენტო ოპიზიცია და ამიტომ, ყველა იმ პარტიას, რომელიც დღემდე თავს იკავებს მანდატის მიღებაზე, მოვუწოდებ, მანტადი მიიღონ, მონაწილეობა მიიღონ კომისიაში. თუკი რაიმე შენიშვნა აქვთ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოხატონ მათ ეს პრეტენზიები და მონაწილეობა მიიღონ ამ შესაძლო ხარვეზების გამოსწორებაში”, - განაცხადა პაპუაშვილმა.