საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 593 ტესტი ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა