მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად სპეკულირებს და ყველაფერს იყენებს, რომ ხელისუფლების მისამართით დარტყმები განახორციელოს

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად სპეკულირებს და ყველაფერს იყენებს, რომ ხელისუფლების მისამართით დარტყმები განახორციელოს

8 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ალაგებენ ნარატივს, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და ნებისმიერი ასეთი პრობლემის დროს, სადაც ერთიანები უნდა ვიყოთ და საერთო გზავნილი უნდა გვქონდეს, ამასაც სპეკულაციურად იყენებენ, იმისთვის რომ ხელისუფლების მისამართით დარტყმები განახორციელონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ესაა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ, მაშინ, როცა თავად ამ საკითხებთან დაკავშირებით, უმძიმესი ცოდვები აქვთ. არ გავუშვებ შემთხვევას და შევახსენებ ომიდან ორი თვის შემდეგ მათ მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ბრალდებოდათ ომის დაწყება“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის აპელირებენ, რომ იქ ეწერა სიტყვა ოკუპაცია. „მათ თავისას არ გავატანინებ და ყველგან ვიტყვი, რომ საქართველოსთვის რომ არ დაებრალებინა „ნაცმოძრაობას“ ომის დაწყება, სიტყვა ოკუპაცია ამ დოკუმენტში ვერ ჩაიწერებოდა? თან ამავდროულად, რუსეთის დელეგაცია გასული იყო, როდესაც ამ საკითხის მხარდაჭერა ხდებოდა. საქართველოს დელეგაციას რომ დაეტოვებინა დარბაზი, დოკუმენტში სიტყვა ოკუპაცია უკვე ეწერა და მათი მხარდასაჭერი აღარ იქნებოდა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ნაღმებით დაბომბეს ცხინვალი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

Aburjga Tasmanieli დანებდით მერე, რას ელოდებით?! გადააბარეთ ხელისუფლება, გაახარეთ ხალხი, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან როდის უხელმძღვანელებენ ქვეყანას ნაცები და ევრონაცები ანუ ელენე ხოშტარია, კრუელა დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ირმა ნადირაშვილი, მეგი გოცირიძე და ვინ მოთვლის ყველას სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ფემინებს!!!
4 წლის უკან