პარლამენტთან აქციაზე შეკრებილები ამ წუთებში მსვლელობას მართავენ, რომელშიც, აქტივისტებთან ერთად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსვლელობა „დედაენის ბაღთან“ დასრულდება, სადაც ღამის გათენებას გეგმავენ.
აქციის მონაწილეებს მიჰყვებიან სამართალდამცველებიც, მათი განცხადებით, აქციის მონაწილეების მიერ 21:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევას რეაგირება მოჰყვება.