ბექა დავითულიანი: ნიკა მელიას დანაშაული პირდაპირ ეთერში უკვე ორჯერ ვიხილეთ, კანონი ყველასთვის ერთია

ბექა დავითულიანი: ნიკა მელიას დანაშაული პირდაპირ ეთერში უკვე ორჯერ ვიხილეთ, კანონი ყველასთვის ერთია

ნიკა მელიას მხრიდან პირდაპირ ეთერში ჩადენილი დანაშაული ჩვენ უკვე ორჯერ ვიხილეთ. ერთხელ როდესაც ის ძალადობრივ შტურმს აორგანიზებდა პარლამენტზე და მეორედ როცა მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიებით დაწესებული პირობები და მოიხსნა სამაჯური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ. ნიკა მელიას მხრიდან პირდაპირ ეთერში ჩადენილი დანაშაული ჩვენ უკვე ორჯერ ვიხილეთ. ერთხელ როდესაც ის ძალადობრივ შტურმს აორგანიზებდა პარლამენტზე და მეორედ როცა მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიებით დაწესებული პირობები და მოიხსნა სამაჯური. რის გამოც მას დაუწესდა გირაო და ამ გირაოს გადახდაზე აცხადებს უარს. კანონი ყველასთვის ერთია. პოლიტიკური მიზანშეწონილობით რომ გამოდიოდეს ვინმე ამ საქმიდან, პოლიტიკურად მიზანშეწონილად საერთოდ არ მიმაჩნია ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის” გაღვიძება ამ საბაბით, თუმცა კანონი ყველასთვის ერთია“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.