ლევან თარხნიშვილი: მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია ქვეყანაში არსებული სიტუაციის განმუხტვა

ლევან თარხნიშვილი: მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია ქვეყანაში არსებული სიტუაციის განმუხტვა

ჩვენი პარლამენტში შესვლით, ფაქტობრივად წახალისდება ის ქცევა, რასაც „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში აკეთებდა, ეს მხოლოდ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და ნამდვილად არ მოგვიტანს კარგ შედეგებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია განმუხტოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია.

„ჩვენი პარლამენტში შესვლით, ფაქტობრივად წახალისდება ის ქცევა, რასაც „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში აკეთებდა, ეს მხოლოდ გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს და ნამდვილად არ მოგვიტანს კარგ შედეგებს. ჩვენი ახირება არ არის ახალი არჩევნები და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია განმუხტოს ის სიტუაცია, რომელშიც ვართ“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები 2-ვე მხარეს მზაობისკენ მოუწოდებენ, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიციას „ქართული ოცნებისგან“ არანაირი შემხვედრი წინადადება არ მოუსმენია.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხოლოდ ოპოზიციას არ მოუწოდებენ, ორივე მხარეს მოუწოდებენ და ჩვენ ვანახეთ მზაობა, მზად ვართ და რამდენიმე სახის წინადადება შევთავაზეთ, თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად „ქართული ოცნებისგან“ არანაირი შემხვედრი წინადადება არ მოგვისმენია“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

amo თარხანოვ სიტუაცია კოვიდურია, პოლიტიკურად განმუხტულია. ეს ნაცებს გეჩვენებათ განუმუხტავი.
4 წლის უკან