ცნობილი კანადელი მსახიობი კრისტოფერ პლამერი 91 წლისა გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.
პლამერის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას ფილმებმა „მუსიკის ჰანგები,“ „12 მაიმუნი“ და „რომის იმპერიის დაცემა“ მოუტანა.
მსახიობი „ოსკარის,“ „ემის,“ „ტონის,“ „ბაფტასა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი იყო. ბოლოს მან 2019 წელს რაიან ჯონსონის ფილმში „დანების ამოღება“ ითამაშა.