ბარაკ და მიშელ ობამები Netflix-თან ერთად 6 პროექტზე იმუშავებენ

ბარაკ და მიშელ ობამები Netflix-თან ერთად 6 პროექტზე იმუშავებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ვიდეოსერვის Netflix-თან ერთად 6 ახალ პროექტზე იმუშავებენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ობამების კომპანია Higher Ground Productions-ი Netflix-თან ერთად ფანტასტიკის ჟანრის 4 მხატვრულ, 1 დოკუმენტურ ფილმს, და ასევე ერთ სერიალს გადაიღებს.

ერთ-ერთი პროექტი ბრიტანელ-პაკისტანელი მწერლის, მოჰსინ ჰამიდის ნოველის, Exit West-ის ეკრანიზაციაა. წიგნი ახალგაზრდა წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც ჯადოსნურ კარს იპოვნის და მისი მეშვეობით სხვადასხვა ადგილას მოგზაურობს. ბოლოს ისინი ლტოლვილთა გლობალური კრიზისის ცენტრში მოხვდებიან.