„საკუთარ დახურულ ჯგუფში გასცეს დავალება, დაარეპორტონ გვერდი „ გარეჯი საქართველოა“. ასე დაუფარავად მტრობდე საკუთარ ქვეყანას, ნეტა რა სენია?! - წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ამ მძიმე თემის ირგვლივაც საქართველოს წინააღმდეგაა.
„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მთავარი შემოქმედი
მიხეილ სააკაშვილი ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებს ქვაღორღიანი სოფლები უწოდა.
რუსთაველზე დიდი ზეიმი გამართა მაშინ, როცა 150 000 ადამიანი იძულებით ტოვებდა საკუთარ სახლებს.
ჩვენი ბიჭების უპატრონოდ მიტოვებულ ცხედრებს სათანადო წესის მიგებით დაკრძალვაც კი არ ეღირსებოდათ, რომ არა ჩევნი პატრიარქი!
მისთვის და მისნაირებისთვის გაუგებარია, რომ სამშობლოს მიწის ყოველი გოჯი ნებისმიერ წოდებაზე, თანამდებობაზე და პოლიტიკურ ვნებებზე ძვირფასია!
დავით გარეჯი ქართული ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლია.
დავით გარეჯის გაყოფა და მისი ფრაგმენტებად წარმოდგენა კი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
ემოციური და მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.
ამ საქმეზე პასუხი კანონის ენით ჯერ კიდევ გასაცემია!
ამ საკითხზე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ახლა, პოლიტიკური ფიგურების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები მწარედ დასაფიქრებელია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ამ მძიმე თემის ირგვლივაც საქართველოს წინააღმდეგაა ...
ამჯერად საკუთარ დახურულ ჯგუფში გასცეს დავალება, დაარეპორტონ გვერდი „ გარეჯი საქართველოა“.
ასე დაუფარავად მტრობდე საკუთარ ქვეყანას, ნეტა რა სენია?!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ისე ქალბატონო თამთა, დანარჩენო ქალბატონებო გთხოვთ დაწერეთ რას გულისხმობს "გვერდის დარეპორტება" თორემ ამდენი უცხო სიტყვების კალკებისაგან, დარეპორტებისაგან თავს რეტი დამესხა! შინაარსი არ ვიცი, მაგრამ ვხვები, რადგანაც ნაცმოძრაობამ ასე მიმართა დანარჩენ მოღალატეებს ე.ი. რაღაცას, ჩვენი სამშობლოსათვის უაღრესად დამაქცევარს უნდა ნიშნავდეს!