ბენო გეგეჭკორი: კიდევ სჭირდება ვინმეს მტკიცებულება?! – “სქრინი” ნაცმოძრაობის დახურული ჩათიდან, სადაც აქტივისტებს ავალებენ, დაარეპორტონ გვერდი “გარეჯი საქართველოა”

ბენო გეგეჭკორი: კიდევ სჭირდება ვინმეს მტკიცებულება?! – “სქრინი” ნაცმოძრაობის დახურული ჩათიდან, სადაც აქტივისტებს ავალებენ, დაარეპორტონ გვერდი “გარეჯი საქართველოა”

„ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ბენო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის დახურული ჯგუფიდან მოპოვებულ სქრინს აქვეყნებს.

დახურულ ჯგუფში გაცემულია დავალებაა, დაარეპორტონ გვერდი „ გარეჯი საქართველოა“, სადაც ანალოგიურ თემატიკაზე იდება სხვადასხვა შინაარსის შემეცნებითი შინაარსის ინფორმაცია.

“სქრინი” ნაცების დახურული ჩათიდან, სადაც აქტივზე იძლევიან დავალებებს, რომ “გარეჯი საქართველოა” დაარეპორტონ. კიდევ ჭირდება ვინმეს რამე მტკიცებულება?! – წერს ბენო გეგეჭკორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.