საქართველოში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც imedinews დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიმძლავრისა და ეპიცენტრის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.