ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ პირადად ჩემთვისაც არ აქვს ნაჩვენები ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ამტკიცებს, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ პირადად ჩემთვისაც არ აქვს ნაჩვენები ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ამტკიცებს, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პირადად ჩემთვისაც არ აქვთ ნაჩვენები ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი კოლეგები ამტკიცებენ, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაყალბების რაიმე დოკუმენტი მაინც დაიდოს.

„მე ოპოზიციის ადგილზე რომ ვიყო, ამ შემთხვევაში ისეთ პარტიებზე ვისუაბრებ, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ბევრი ათასი დამკვირვებელი ჰყავდა, ჩვენგან განსხვავებით. მე მათ ადგილას სერიოზულ არგუმენტებს მოვამზადებდი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ასეთ კომისიაში. პირადად ჩემთვისაც არ აქვთ ნაჩვენები ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენი კოლეგები ამტკიცებენ, რომ გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან დიდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს დოკუმენტი. თუ დავუშვებთ, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და თუ ოპოზიციის არგუმენტს დავუჯერებთ, 2 გამოსავალია, ან „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბევრი ათასი დამკვირვებელი იყიდა, მაგრამ მაშინ უცნაური ის არის, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ გამოვლინდა და არ აღმოჩნდა არც ერთი სინდისის მქონე დამკვირვებელი, რომელიც ჩაწერდა მოსყიდვის ფაქტს და მას გაასაჯაროვებდა“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.