მგონი, მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე - „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“ - გუშინ მთელი საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული, ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა

მგონი, მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე - „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“ - გუშინ მთელი საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული, ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა

მემგონი, მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე. „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“- გუშინ მთელი საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული და ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ.

მდინარაძის თქმით, თუ არსებობს რაიმე არგუმენტი არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიაში უნდა წარადგინოს.

„თუ მათ რაიმე ერთი არგუმენტი მაინც დარჩათ იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები წარმოადგინონ კომისიაში, თუ არადა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმიტომ,რომ ძალიან მწარედ მოატყუეს ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად მათ ამომრჩეველს წარმოადგენენ იმიტომ, რომ ძირითადი ნაწილი ამ ქვეყნის მოსახლეობის ამ ცრუ ნარატივში აღარ ცხოვრობს. აქვე შეგახსენებთ, რომ როდესაც ISFED-ის შეცდომა გასწორდა და მათ თავისი შეცდომა აღიარეს, ამის შემდეგ პარალელური დათვლის მონაცემები და ცესკო-ს მონაცემები პრაქტიკულად ერთი - ერთში ემთხვევა ერთმანეთს. კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს. ნუ მიაყენებენ საზოგადოებას შეურაცხყოფას და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ადამიანებზე და ნუ იქნებიან მათზე ისეთი წარმოდგენის, რომელიც გონებრივ შესაძლებლობებს უკავშირდება. შეუძლებელია თუ რომელიმე ადამიანი ობიექტური დამკვირვებელია ამ პროცესებისა, ამ საკითებთან დაკავშირებით სიმართლეში ვერ გაერკვეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას, ხოლო კომისიის ფარგლებში საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლასა და უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებას სთავაზობს.

Aburjga Tasmanieli დააკავეთ ვინც დასაკავებელია! დროზე! თორემ მიიღებთ ნავალნი-განავალნი ზე კიდევ უფრო უარესს!
4 წლის უკან