Disney-მ რეჟისორ რაიან კუგლერის კომპანიასთან Coogler’s Proximity Media 5-წლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტი კუგლერს მისი ფილმის „შავი პანტერა“ მიხედვით სერიალის შექმნას ავალდებულებს. ცნობილია, რომ შოუ სახელმწიფო ვაკანდაზე მოგვითხრობს და სტრიმინგ-სერვისზე Disney+ გავა, თუმცა მისი პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ამ ეტაპზე კუგლერი „შავი პანტერის“ მეორე ნაწილზე მუშაობს, რომელიც პრემიერაც 2022 წლის ზაფხულში უნდა შედგეს.