Netflix-ის უდიდესი და სუპერპოპულარული შოუ Bridgerton, გასული კვირის მონაცემებით, პლატფორმის 82 მილიონმა მომხმარებელმა ნახა. მათ შორისაა ამერიკელი მსახიობი მილა კუნისიც. სერიალზე მან და პარტნიორმა, ეშტონ კაჩერმა, TODAY-ის შოუში ისაუბრეს.
"ყოველთვის 9:30PM-ზე ვიძინებ, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება მსოფლიოში, მაგ დროს ჩემი დასვენების საათები იწყება. გასულ ღამეს კი შუაღამემდე თვალი არ მომიხუჭავს, რადგან Bridgerton-ს ვუყურებდი. თავს ვეკითხებოდი: 'რა ხდება ამ შოუში?'"
გადაბმული ყურების, ან როგორც სერიალების ფანები ვეძახით "binge watching-ის", დროს, მის გვერდით კაჩერს ეძინა. სერიალის მაყურებელმა იცის, რომ შოუ დახუნძლულია ინტიმური კადრებით. სწორედ სექსის ერთ-ერთი სცენის დროს გამოეღვიძა კაჩერს.
"პორნოს უყურებ?" — კუნისის თქმით, ჰკითხა ახალგამოღვიძებულმა კაჩერმა.
"ვერ მივხვდი რა ხდებოდა, უცებ მეგონა, რომ ჩვენს საწოლში კიდევ ვიღაც იყო, გული გამისკდა. თურმე აღმოჩნდა, რომ სერიალთან მღალატობდა”, — ხუმრობით ახსნა კაჩერმა.
Bridgerton (ბრიჯერტონები) Shondaland-ის ახალი გახმაურებული პროექტია, რომელიც ნეტფლიქსზე 2020 წლის მიწურულს გამოჩნდა. სერიალში თანამედროვე ელემენტებით ეკრანზე მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთი ცოცხლდება, ის მაყურებლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა და ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის რეკორდიც მოხსნა.