მედია: ექიმებმა, რომის პაპს ტკბილეული და პურ-პროდუტები აუკრძალეს

მედია: ექიმებმა, რომის პაპს ტკბილეული და პურ-პროდუტები აუკრძალეს

ექიმები რომის პაპ ფრანცისკეს ურჩევენ, რომ დიეტა დაიცვას და კვების რაციონი შეზღუდოს. ამის შესახებ The Sun წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მან არ უნდა მიიღოს ბურღულეული და პურ-პროდუქტების ნაწარმი, ასევე ტკბილეული. მის კვების რაციონში ექიმების რჩევით შევიდა ხილი, ბოსტნეული, თევზი. ამასთან რომის პაპმა ულუფების მოცულობაც უნდა შეამციროს.

ასეთი რეკომენდაცია 84 წლის პაპს რადიკულიტის მკურნალობისას მისცეს, თუ დიეტას არ დაიცავს, მას შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

ექიმების რეკომენდაციით მან 1,8 კილოგრამი უნდა დაიკლოს, რათა დაავადების მიმდინარეობა შეუმსუბუქდეს.

რომის პაპს, რომელიც 84 წლისაა, დიდი ხანია, წელ-გავის რადიკულიტი, იგივე იშიასი აწუხებს. ეს დაავადება იწვევს ძლიერ ტკივილს ხერხემლიდან ფეხებამდე. ამის გამო, პაპ ფრანცისკეს სიარული უჭირს და რეგულარულად სჭირდება ფიზიკური თერაპია.

24 და 25 იანვარს რომის პაპი წმინდა პეტრესა და რომის ტაძრებში უნდა გაძღოლოდა წირვა-ლოცვას.

13 იანვარს რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.