ვენეცია კარნავალის გახსნისთვის ემზადება, ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
სანიტარული შეზღუდვების გამო კარნავალი ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.
კარნავალის ნახვა ონლაინ-რეჟიმში ვიდეო-ტრანსლაციის შედეგად იქნება შესაძლებელი, ხოლო მათთვის, ვისაც კარნავალში მონაწილეობა სურს, სპეციალური ვირტუალური ოთახები შეიქმნა.
ვენეციის კარნავალის სანახავად, მთელი მსოფლიოდან იტალიაში 3 მილიონი ტურისტი ჩადიოდა. ვენეციის კარნავალის ტრადიცია მეთორმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს.
ანალოგიურ რეჟიმში გაიმართება დიუსელდორფის კარნავალიც.
მანამდე კი აშშ-ში პანდემიის გამო, ახალ ორლეანში ტრადიციული აღლუმი გადადეს. თუმცა 16 თებერვალს ქალაქში სახლებს გააფორმებენ და კარნავალის იმიტაციას შექმნიან.