ეგ რუკები დელიმიტაციის მიზნებისთვის გამოყენებადი არ არის - ივერი მელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა

ეგ რუკები დელიმიტაციის მიზნებისთვის გამოყენებადი არ არის - ივერი მელაშვილი დავით გარეჯში ჩავიდა

ივერი მელაშვილი დღეს დავით გარეჯში ჩავიდა. საზღვრის დემარკაციის საქმეში ბრალდებულმა საკუთარ პოზიციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"მაგ რუკების ანალიზი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს მოვახდინეთ და ოდნავ გამოსაყენებელი რომ ყოფილიყო ეგ ჩვენი არგუმენტის გასამყარებლად, მერწმუნეთ, რომ გამოვიყენებდით. არ არის მაგ რუკები ნამდვილად გამოყენებადი დელიმიტაციის მიზნებისათვის. ცალკე განყენებული რუკა არაფერს არ ედარება, არც მიწათსარგებლობის მასალებს, არც სხვა წლების გამოცემის რუკებს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ეს არის ის ტერიტორია, რომელიც მოიცავს, დაახლოებით 16 არის მე მგონი თვითონ სამონასტრო კომპლექსს შიგნით და ეს არის დიდი ტერიტორია, რომელიც არის აბსოლუტურად საქართველოს ტერიტორიაზე. ლაპარაკი რაზედაც არის, ეს არის მხოლოდ მისი მცირედი ნაწილი, ამ ქედს გადაღმა"- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პროკურატურის შუამდგომლობითა და მოსამართლის გადაწყვეტილებით 4 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ 20-20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ, რომელიც საზოგადოებამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში შეაგროვა.

ლაზი ეს კაცი, საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ახლა უფრო თავგამეტებით იბრძვის იმ ტერიტორიების გადაცემისათვის და მგონი მოახერხებს კიდეც ამას.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შთამომავლობა ჩვენ ამას არასდროს გვაპატიებს. ჩვენს სახელებს ვერავინ გაიხსენებს. იტყვიან მხოლოდ ბიძინას დროს მოხდა ეს ყველაფერიო. მერე ვინმე უფრო მცოდნე დაამატებს მაშინ პრემიერ მინისტრი იყო გახარიაო, ვინმე კიდევ უფრო მცოდნე იტყვის თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი იყოო, მაგრამ რად გინდა ჯარი არ ყავდა ... მერე მთლად გენიოსა შეავსებ, პრეზიდენტი კი იყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ უფლებები საერთოდ ჩამორთმეული ჰქონდაო! მოკლედ, ცუდი დრო იყო , მაშინ ამერიკის კოლონია ვიყავითო!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მერე ერთს კარგად მამა-პაპურად შეგვიკურთხებენ და წავა ქარავანი!
4 წლის უკან